კოსმოსური სხივები
პროექტის შესახებ:
✓ კოსმოსური სხივების ურთიერთქმედება ატმოსფეროს ატომების
ბირთვებთან წარმოქმნის მეორადი კოსმოსურ სხივებს ღვარს.
——————————————————————
✓დედამიწის ზედაპირს ძირითადათ აღწევენ მეორადი ღვარის
ნაწილაკები: ელექტრონები, მიუონები, ნეიტრინოები.
ამ პროექტის მიზანია შევქმნათ დეტექტორი რომელიც დააფიქსირებს ზემოდ ხსენებულ სხივებს.
მუშაობის ეტაპები:
1)კოსმოსური სხივების დეტექტორის მოქმედების პრინციპების გაცნობა;
მოდელირების საშუალებით დეტექტორის ეფექტურობის შესწავლა
2) დეტექტორის შექმნა შერჩეული კომპონენტებიდან
3) კვლევების ჩატარება ლაბორატორიაში
4) საველე კვლევები
5) მიღებული შედეგების ანალიზი
6) კვლევის შედეგების გაცნობა ფართო
საზოგადოებისთვის და პოპულარიზაცია
პროექტის აქტუალობა და ორიგინალობა:
პროექტის ძირითადი მიზანია კოსმოსური სხივების დეტექტორების
შექმნა,რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს კვლევის ჩატარების
საშუალება ექნებათ. ატმოსფეროს ატომებთან ურთიერთქმედების
შედეგად მიიღება მეორადი ნაწილაკები. სქემატურად ეს პროცესი
წარმოდგენილია სურათზე.დედამიწაზე ძირითადად აღწევენ
ელექტრონები და მიუონები. მეორადი კოსმოსური სხივების ნაკადი
შეიძლება დაკვირვებული იყოს დეტექტორით,რომელიც შესაძლებელია
აიწყოს სკოლაში მოსწავლეების მიერ. დეტექტორით შესაძლებელი
იქნება კოსმოსური სხივების ინტენსივობის გაზომვა,ნაწილაკის
დაცემის კუთხის შესწავლა ასევე შესაძლებელი იქნება ინტენსივობის
შესწავლა გარემოს პარამეტრებზე დამოკიდებულებით. მსოფლიოში
ცნობილ სამეცნიერო ცენტრებში (მგ. ბირთვული კვლევების
ეროვნული ცენტრი CERN,გერმანიის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი
DESY,ამერიკის შეერთებული შტატების ფერმის სახელობის
ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორია FNAIL)კოსმოსური
სხივების კვლევების სპეციალური სასკოლო პროგრამები არსებობს,
რომლისთვისაც შემუშავებულია სპეციალური დეტექტორები.
კოსმოსური სხივების დეტექტორების შექმნა სკოლის მოსწავლეებს
საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო
ღონისძიებებში და წარადგინონ თავისი კვლევის შედეგები.
შემსრულებელთა გუნდი:
სსიპ ვლ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის № 199-ე საჯარო სკოლა; სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლა;
ხელმძღვანელი: ინდირა ნატრიაშვილი
მეცნიერი კონსულტანტი: რევაზ შანიძე
