რადიაციული სადგური
პროექტის შესახებ
პროექტის ძირითადი მიზანია გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მირკოკომპიუტერული გამზომი სადგურის საშუალებით
წარმოდგენილი პროექტის კვლევის ობიექტია საქართველოს გარემოს რადიაციული ფონი. ამ ამოცანის გადასაწყვეტად შეიქნება მობილური გამზომი სადგური, რომელიც მიიღებს ინფორმაციას რადიაციის დეტექტორისგან და ამ ინფორმაციას რეალურ დროში დაამუშავებს.
მუშაობის ეტაპები
- მოსწავლეები აითვისებენ კომპუტერული პროგრამირების ენის (პითონი) საწყისებს.
- მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მიკროკომპუტერ Raspberry Pi-ს საშუალებით მართონ სხვადასხვა ფიზიკური მოწყობილობა, ჩაიწერონ და გაანალიზონ მიღებული ინფორმაცია.
- დაეთმობა რადიაციის დეტექტორის (გეიგერ-მიულერის მთვლელი) მუშაობის პრინციპების გაცნობას და დეტექტორის ჩართვას გამზომ სადგურში. პროექტის ბოლო ეტაპზე გათვალისწინებულია მიღებული გაზომვების ანალიზი და შეფასება მოსწავლეთა მიერ.
პროექტის შედეგები
მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება და შედეგების ვიზუალიზაცია:
პროექტის დანართი:
⬇ Downloadშემსრულებელთა გუნდი:
სსიპ ვლ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის № 199-ე საჯარო სკოლა; სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლა;
ხელმძღვანელი: ინდირა ნატრიაშვილი
მეცნიერი კონსულტანტი: რევაზ შანიძე
ასისტენტი: გოგიტა პაპალაშვილი
მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა: 26
პროექტის შესრულების ვადები: 20.09.2017 – 20.04.2018
